პროექტის სახელწოდება
|
სტუმრად აკაკი წერეთელთან
|
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
|
პროექტი ითვალისწინებს ინფორმაციის მოპოვებას აკაკი წერეთლის მშობლიური კუთხის შესახებ
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან აკაკი წერეთლის მშობლიური კუთხის შესახებ არსებულ სხვადასხვა ინფორმაციას
|
პროექტის მიზნები
|
ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისტ-ის დახმარებით მონაცემთა შეგროვებას და პროექტის პრეზენტაციას. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ თუ როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია, ისე რომ კვლევის შედეგი საბოლოოდ სრულყოფილი გამოვიდეს.
|
მონაწილეთა ასაკი
|
10-11 წლის
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
14 დღე
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები ისწავლიან ისტ-ის დახმარებით როგორ მოიპოვონ და წარმოაჩინონ მასალები, გამოთქვან საკუთარი აზრი მოპოვებულ მასალაზე, გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას თემიდან გამომდინარე.გაეცნობიან აკაკი წერეთლის მშობლიური კუთხის ისტორიას, ბუნებას, წეს-ჩვეულებებს.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
ფოტოაპარატი, სახელმძღვანელო წიგნები, ინტერნეტიდან ამოღებული მასალები, ლეპტოპი, პროექტორი, პრეზენტაცია.
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად. აირჩევს ლიდერს, თითოეულ ჯგუფს გაუნაწილებს დავალებას მოიძიონ მასალები აკაკი წერეთლის მშობლიური კუთხის შესახებ:
l ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას სოფ. სხვიტორის შესახებ
ll ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას სოფ. სავანეს შესახებ
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა ექსკურსია “ სტუმრად აკაკი წერეთელთან” ამის შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ მიღებული შედეგების ამსახველ ელექტრონულ პრეზენტაციას : l ჯგუფის მიერ შქმნილი ელექტრონული პრეზენტაცია სლაიდი სოფელი სხვიტორი.
ll ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია სლაიდი სოფელი სავანე.
|
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ქართული
ქართ: v.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად ამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს ,მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს აცნობს და უთანხმებს ჯგუფის წევრებს; გამოდის წყვილის, ჯგუფისა და კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე;
ზეპირი გამოსვლის/პრეზენტაციის დროს ნათლად წარმოადგენს თემას/ საკითხს სათანადო ინფორმაციის მოწოდებითა და ლოგიკური თანამიმდევრობის დაცვით;
საუბრობს სათანადო ტემპით,მკაფიოდ და გარკვევით.
|
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
|
ლია მეფარიშვილი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
lia.mephariShvili@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
http://liamepharishvili.blogspot.com/
|
No comments:
Post a Comment