Monday, July 11, 2016

რაზედ იცინოდნენ ყვავილები?



გაკვეთილის მთავარი თემა
რ. ინანიშვილის „რაზედ იცინოდნენ ყვავილები“
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური 5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
8 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს:
. ვარაუდების გამოთქმას, კონტექსტური გასაღებების ამოცნობასა და გამოყენებას ტექსტის შინაარსის გაგებისათვის.
. დაახასიათოს პერსონაჟები.
. გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
. შეადგინოს მცირე მოცულობის ტექსტები.
   განუვითარდებათ გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
  ქართ. V.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები
.   ცდილობს დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს.
  ქართ. V.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადსხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გააზრება.
 . გამოყოფს ნაწარმოებში სიუჟეტის განვითარების საფეხურებს.
  ქართ.V.11. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
 . სხვადასხვა ელემენტების მოშველიებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ ტექსტის მონაკვეთის შინაარსის შესახებ.
  ქართ.V.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
 . გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს სათანადო ინტონაციის დაცვით.  
 
შეფასების საგანი და პროცედურები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფურცლები, მარკერები, პროექტორი , დაფა, ცარცი, ფლიფჩარტი, სლაიდი
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები-1წთ
  A ფაზა-15წთ.
მასწავლებელი კლასს სთხოვს გაიხსენონ ისეთი ტექსტები რომელშიც პერსონაჟი თავად იცინის იმ მდგომარეობაზე რომელშიც აღმოჩნდა (ჭაში ჩავარდნილის იგავი; დათვი და მონადირე) და სადაც მწერალი თვითონ ამჟღავნებს პერსონაჟის მიმართ კეთილგანწყობილ და ოდნავ დამცინავ  დამოკიდებულებას (ტომ სოიერის თავგადასავალი). ფრაზებს წერენ ფლიფჩარტზე .
   B ფაზა  - 23წთ.  შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს და აცნობს იუმორისა და ირონიის განმარტებას.
.   პროექტორის საშუალებით მასწავლებელი ახდენს ამ ყველაფრის დემონსტრირებას.
 . მოსწავლეები პერსონალურად ასრულებენ მასწავლებლის მიერ მოცემულ დავალებას.
 აქტივობა 1. მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ ნაწილ-ნაწილ სათანადო ინტონაციით. . გზადაგზა აიხსნება გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები, სახელმძღვანელოს ლექსიკონის დახმარებით განმარტავენ სიტყვებს და ამ სიტყვების გამოყენებით ადგენენ წინადადებებს, რომელსაც დაწერენ ფლიფრჩატზე.
მასწავლებელი სვამს როგორც  შინაარსზე ორიენტირებულ ასევე მაღალი დონის კითხვებს (იხ.სლაიდი 1).
აქტივობა 2. მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და ადგენენ თხრობის გეგმას, აბზაცების მიხედვით გამოყოფენ ათ საკითხს. და წერენ ფლიფრჩატზე.                                                           გეგმის მიხედვით  მოსწავლეები გადმოსცემენ ტექსტის მოკლე შინაარსს, მოცემული საკითხების ირგვლივ მსჯელობენ და აფასებენ (იხ. სლაიდი 2- 3).
აქტივობა 3. მასწავლებელი მოსწავლეებს ამუშავებს წყვილებში და სთხოვს მოსწავლეებს დაახასიათონ lv აბზაცის მიხედვით პერსონაჟები, გამოიყენონ ზედსართავი სახელები და გამოყონ თითოეულისთვის დამახასიათებელი განსხვავებული თვისებები. (იხ. სლაიდი 4).
აქტივობა 4. “ტივტივ”-ძირიანი სიტყვა მოთხრობის დასაწყისში სამჯერ მეორდება, თევზაობის ეპიზოდში კი-ცამეტჯერ. რას აღწევს ამ გამეორებით მწერალი?
საშინაო დავალება აქტივობა 5. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წარმოიდგინონ და დაწერონ ამ მოთხრობის მიხედვით თავისუფალი თემა  სასურველია რომ წერისას ზედსართავი სახელებიც გამოიყენონ.( იხ. სლაიდი4)
    C  ფაზა .-6 წთ
მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას.
აკეთებს დასკვნებს, სვამს კითხვებს ახალ მასალასთან დაკავშირებით:  რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება და აფასებს მოსწავლეებს.
 


No comments:

Post a Comment